logo
ENG



იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა 

21 ივლ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/nef61wc8znp2smk.png
Gregorio Borgia/AP

მარიო დრაგიმ იტალიის პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომა დაადასტურა. სამმა მთავარმა პარტიამ უარყო ნდობის კენჭისყრა, რამაც გზა გაუხსნა ვადამდელ არჩევნებს, რომელიც შეიძლება სექტემბრის ბოლოს ჩატარდეს. ფართო კოალიციის შენარჩუნების მცდებოლა ჩაიშალა. 

მარიო დრაგის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, მაგრამ La Repubblica-ს ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა არ მიიღო პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. 

ამის მიზეზად საერთაშორისო ვალდებულება დასახელდა. საუბარია ალჟირში, 18-19 ივლისს დაგეგმილ სამთავრობოთაშორისო სამიტზე, რომელიც თვეების წინ დაიგეგმა "ახალი გაზის" შეთანხმებების დასადებად, რომელსაც ხელს გადამდგარი პრემიერი ვერ მოაწერს. 

გადადგომის თხოვნით დრაგიმ იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას დღეს, განმეორებით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. 

დრაგი იტალიის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.


close დახურვა